ჩვენ შესახებ

მოგესალმებით სასტუმრო "კალიგრაფში"

შექმენი დაუვიწყარი მომენტები ჩვენთან ერთად

სასტუმრო „კალიგრაფი“ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტ მწვანე კონცხზე, ქალაქ ბათუმიდან 9 კმ-ის დაშორებით. სასტუმროს ესაზღვრება ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

სასტუმრო გახლავთ ოთხ ვარსკვლავიანი. გააჩნია 69 თანამედროვე და მყუდრო ნომერი ქალაქის, ზღვისა და ბუნების ულამაზესი ხედებით. ყველა ნომერს გააჩნია საკუთარი აივანი.

გარდა ნომრებისა, „კალიგრაფი“ სტუმრებს სთავაზობს გარე აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულ სრულად აღჭურვილ ფერად კოტეჯებს.

ჩვენი სერვისები

მე-10 და მე-11 სართულებზე განლაგებული რესტორანი და ტერასალანტანასაუკეთესო ადგილია უგემრიელესი ნაციონალური და ევროპული კერძების, კოქტეილების, ყავისა და დესერტების დასაგემოვნებლად. ასევე, წვეულებების გასამართად.

თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზიბონიკა“ 130 დელეგატზეა გათვლილი და იდეალური ადგილია სხვადასხვა კონფერენციებისა თუ ბიზნეს შეხვედრების დასაგეგმად

სასტუმროს გააჩნია ბავშვთა გასართობი სივრცე ღია ცის ქვეშ. ასევე, ბილიარდი და მაგიდის ტენისი.

გარდა ამისა, სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ გარე პარკინგით, იზოლირებული ეზოთი და უფასო Wi-Fi-.

სასტუმროს საკუთრებაში არსებული ელექტრომობილი უზრნუვლყოფს სასტუმროს სტუმრების ტრანსპორტირებას სასტუმროდან მწვანე კონცხის ულამაზეს სანაპირომდე და ბოტანიკურ ბაღამდე.

სასტუმროკალიგრაფიმაღალი ხარისხის მომსახურებით საუკეთესოდ ერწყმის ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობას.

მოიწყვე დაუვიწყარი
არდადეგები კალიფრაფში

ka_GEGeorgian